• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კურსები
    • საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტი
    • კორპორატიული ჩაცმის სტილი
    • სუფრის ეტიკეტი
  • რეგისტრაცია
  • გალერეა
  • კონტაქტი
Facebook

კორპორატიული ჩაცმის სტილი

თანამედროვე კომპანიების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ხშირად მათი თანამშრომლების გარეგნული მხარე წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა დაწესებულებას გააჩნია წერილობითი დოკუმენტი “ჩაცმის სტილის შესახებ”, უმეტეს შემთხვევაში დოკუმენტში ასახული მოთხოვნები მხოლოდ ფურცელზე რჩება და პრაქტიკაში არ ხორციელდება. ეს ერთი შეხედვით “უმნიშვნელო დეტალი” მძაფრად ნეგატიურად აისახება კომპანიის იმიჯზე, ვინაიდან მეცნიერული დასკვნების თანახმად, პირველადი შთაბეჭდილების ჩამოყალიბების პროცესში უპირველესი როლი სწორედ გარეგნულ მხარეს ენიჭება.

“თბილისის პროტოკოლის სკოლა” გთავაზობთ თქვენს კომპანიაზე მორგებულ კურსს კორპორატიული ჩაცმის სტილის მიმართულებით.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ცოდნას კორპორატიული ჩაცმის სტილის შესახებ, გაეცნობიან საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ჩაცმის სტილის ფორმებს და რაც მთავარია, ტრენერთან ერთად დეტალურად განიხილავენ თუ რას გულისხმობს კონკრეტულად მათ კომპანიაში არსებული ჩაცმის სტილი და როგორ უნდა შეესაბამებოდნენ ისინი აღნიშნულ ნორმებს.

კურსის შინაარსი:

  • პერსონალური და კორპორატიული ბრენგინგი
  • რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ პროფესიონალიზმი?
  • იმიჯის არსი და მნიშვნელობა
  • რატომ აღელვებთ კომპანიებს საკუთარი თანამშრომლების გარეგნული მხარე?
  • სახელწერო ჩაცმის სტილი და მისი მნიშვნელობა
  • რამდენად აუცილებელია ფორმალური ჩაცმის სტილის არსებობა ყველა ინდუსტრიაში?
  • საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ჩაცმის სტილის სახეობები
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – სად გადის თავისუფლების ზღვარი?
  • ფორმალური მაკიაჟი, ვარცხნილობა, მანიკური და პედიკური
  • აქსესუარები საქმიან გარემოში

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2-4 საათი (დამოკიდებულია დამკვეთის საჭიროებებზე)

მონაწილეთა რაოდენობა: 7 – 22 პერსონა

ადგილი: დამკვეთის ტერიტორია ან ჩვენ მიერ შეთავაზებული სივრცე

 

© Copyright 2017 Protocol.ge